ვიტო სახვაძე: ,,ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება დედასთან ზარი და მისი ერთი სიტყვა ვაი შვილო"

საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდი წვლილი ამ ქვეყნის გადარჩენაში, იმ ქართველ გმირებს მიუძღვით, რომლებმაც სიცოცხლის ფასად მოიყვანეს  საქართველო და ქართველები ამ ეპოქამდე. თუ ადრე  თვით მეფეები და მთავარსარდლები წინ მიუძღვოდნენ  ქართველებს სხვადასხვა ომში და თვითონ იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, დღეს მხოლოდ სიტყვიერად  შემოიფარგლებიან  ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის  ლიდერები, მთავარი ტექსტი და იდეა იდეად რჩება ,,ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ ამ სიტყვების იქით კი არაფერია, ხოლო სიტყვები სიტყვებად რჩება  და მხოლოდ სადღეგრძელოებში ვიხსენებთ მათ , რომელთა სახელებიცა და გვარებიც კი არ ვიცით  და მაინც,  არ არის აუციელებელი  სიკვდილი იმისთვის , რომ ვინმეს გმირი ვუწოდოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომელებმაც  არა ერთხელ დაამტკიცეს უდიდესი სიყვარული ქვეყნისადმი თავიანთი თავდადებით. ბევრი არც ჩანს ისე აკეთებს თავის საქმეს, ბევრი კი არის ყოველ დღიურ ცხოვრებაში და ჩვენ სათანადოთ ვერ ვაფასებთ.
2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ბევრი ახალგაზრდა ქართველი მოხალისედ ჩაერთო ამ ომში, ბევრი გამოუცდელი  რეზერვისტი  მოწინავე პოზიციებზე უშიშრად  იბრძოდა,  თავგანწირვამდე, ბოლომდე , ბევრი დავკარგეთ, თუმცა ამ ახალგაზდების ნაწილი ჩვენს რეალობაში აგრძელებს ცხოვრებას.  ერთ-ერთი ასეთი  ქართველი, რომელიც  2008 წლის ომში იყო ჩართული, 29 წლის ვიტო სახვაძეა. ომის დროს კი ის სულ რაღაც 21 წლის იყო.
ვიტო იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, როდესაც  სამხედრო სამსახურში დაიწყო  თავისი სახელმწიფოებრივი ვალის მოხდა. 2005 წლიდან 2010 წლამდე მისი ცხოვრება  იყო მთლიანად  ქვეყნის სამსახურში ყოფნა. სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო ამავე მიზეზის გამო  და დღეს უმუშევარია.
ვიტომ ჩვენთან საუბრისას გაიხსენა სხვადასხვა ეპიზოდები თავისი ცხოვრებიდან.
-სად იყავი როცა გაიგე, რომ ომში უნდა წასულიყავი და რას გრძნობდი, შეგიძლია გაიხსენო?
-მე ვიყავი მეხუთე ქვეითი ბრიგადის არტილერიაში,ვიყავი მსტა ბატალიონში,ჩვენი მსტა ბატალიონის დისლოკაციის ადგილი იყო ხონი,წოდებით ვარ კაპრალი. თანამდებობაზე ვიყავი ყუმბარმტყორცნელი. ორფოლოს პოლიგონზე ვიყავით, ივლისის თვე იყო,ორ კვირიანი შვებულება მქონდა .
31 ივლისს დავბრუნდი შვებულებიდან. ინფორმაციას რომ ვუყურებდი ტელევიზიით ვიგებდი, რომ ცუდ დღეში იყო საქართველო, რომ კარგი არ მოხდებოდა. შვიდში საღამოს  მივიღეთ ბრძანება და გაგვიყვანეს. ერთი რამ ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, ეს იყო დედასთან ზარი და მისი ერთი სიტყვა ვაი შვილო.ტელეფონი გავთიშე და მთელი გზა კოლონამ ვიარეთ. გზებზე ხალხის დიდი მასა იდგა გზას გვილოცავდა, ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა პირადათ მე და ალბათ ბიჭებსაც. გამთენიისას ჩავედით, რადგან კოლონა დიდი იყო და ბოლო წუთამდე შუქებ ჩაქრობილები მივდიოოდით .შინდისში ჩავედით, სრული სიწყნარე იყო. სიწყნარე კი ალბათ ომის დროს ყველაზე ცუდი მომენტია, რადგან დაზვერვა მუშაობს. რომ ჩავედით აკოფების თხრა დავიწყეთ, ბიჭები ნამგზავრები უძილოები იყვნენ ,ზოგმა  ვერც გავაცნობიერეთ სად ვიყავით, დაღლილებს ზოგს ჩათვლიმა ზოგს ჩაეძინა. მახსოვს, რომ ინათა შტაბის უფროსმა, ბატონმა დავით წიკლაურმა და ბატალიონის მეთაურმა ბატონმა მალხაზ კურტანიძემ დაიძახეს ჰაერი, რადგან ჯარი გამოეფხიზლებინათ ,მაგრამ ეს იყო ღვთისგან საჩუქარი, მართლა წამოვიდა რუსული გამანადგურებელი და პირველივე გასროლით ჩვენი თვით მავალი ქვემეხე 120 მილიმეტრიანი აგვიფეთქა გაანადგურა რასაც ქვია ადგილზე და სამჯერ დაგვბომბა.
944059_504518456398132_1201870112047024465_n
უფალს მადლობა იქ ცოცხალი ძალა უნებლიედ გადავრჩით და ტერიტორიას ვიცვლიდით, საიდანაც ვბომბავდით და ტერიტორიას ვტოვებდით. მერე შევდიოდით ბატალიონის მეთაურის წინამძღოლობით და ყველა გასროლილი ჭურვის გილზი გამოგვქონდაა უკლებლივ თუ არ ვცდები 270’კაცამდე ყველა თავდადებულად იყო არავის წარბი არ შეუხრია.
-რამდენი დღე გაგრძელსა ამ ფორმით თქვენი ბროლა ამ პოიციაზე?
– შვიდში შევედით და 12-ში უკვე მივიღეთ ბრძანება თბილისში წამოვსულიყავით და თბილისის ზღვაზე დავიკავეთ პოზიციები ასეთი იყო ბრძანება.
-თბილისში როგორი სიტუაცია დაგხვდათ?
– მტერი, რომ მოიწევდა უკვე თბილისის აღება უნდოდათ, იგოეთამდე იყვნენ მოსულები და მივიღეთ ბრძანება, რომ  თბილისის დაცვაზე უნდა გადავსულიყავით და მთელი შეიარაღებული ძალა დაიძრა თბილისისკენ და ჩემმა ბატალიონმა ზღვის გარეშე ტერიტორიაზე დაიკავა ადგილი, ახლა რომ ზოოპარკის გაკეთება უნდათ, ადრე რაღაც ნაკრძალი იყო.
-როცა ომში იყავი, სიკვდილზე გიფიქრია? გქონდა შიშის განცდა, საკმაოდ პატარა იყავი სულ რაღაც 21 წლის.
-ესე გეტყვი მაშინ, ყველა ადამიანშია რაღაც დოზით ყველაფერი. შიშიც სიძულვილიც და ასე შემდეგ. შიშის გრძნობა კი დამეუფლა მაგრამ ვერ მაჯობა, რადგან გამოქცევას და თბილ ლოგინს სიკვდილი მერჩია, თორემ რაღაც მომენტში გიჟსაც კი ეშინიაა. შიში კიდევ სხვა რაღაცაა. ერთ რამეს ვაცნობიერბდი, მამა აფხაზეთის ომის ვეტერანია, სამი თვე არ ვიცოდი მამა ცოცხალი იყო თუ მკვდარი და მეორე- ქართველი ვარ და ქრისტიანი და მე იქ უნდა მომკვდარიყავი ,ღალატი არასდროს გამიფიქრია.
-როგორი იყო შემდეგ შენი ცხოვრება? რა შეიცვალა?
– 2011 წელს საგიჟეთში მოვხვდი.
– საგიჟეთში რატომ მოხვდი?
-დალევისგან, ლოთაობა დავიწყე, ქუჩა – ქუჩა დავდიოდი და ვსვამდი. რა ვიცი რატომ, რას დავაბრალო არ ვიცი ალბათ სწორია საკუთარ თავს დავაბრალო. დღეს უკვე კარგად ვარ უფალს მადლობა. შემდეგ მონასტერში ვიცხოვრე ბერებთან, ერში რომ დავბრუნდი ეკლესიაც ავაშენე.
-არ გიცდია სამსახურის დაწყება?
-კი ვიმუშავე საგზაოში ლაფატკაზე, მერე წამოვედი. მერე ხალხის დანახვაც აღარ მინდოდაა და სოფელში მარტო მთელი სამი წელი ვიცხოვრე,
მივეჩვიე მარტოობას.
-პირველად ხდება ჩემს კარიერაში, რომ მიჭირს შემდეგი კითხვის დასმა.
– მე ქუჩაში გავიზარდე,ცუდათ არ გამიგო, მე მიყვარს ნამდვილი ხალხი და ურთიერთობები ბევრი რამ იმ ქუჩამ მასწავლა, ფორმა რომ ჩავიცვი ყველას უკვირდა. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.
-ახლა სად ცხოვრობ და როგორ?
-ვარკეთილში ვცხოვრობ ორ ოთახიან სახლში.
მე, ბებია, ბაბუაა, ჩემი დები. ორი და მყავს ერთი 30 წლის მეორე 13 წლის . ჩემი დიშვილი ცხოვრობს კიდევ ჩემთან და მამიდაშვილი . დედ-მამა სხვაგან ცხოვრობს.
-რა არის შენი უახლოესი მიზანი , ოცნება ან სურვილი?
-მოდი, ახლა ძალიან პატრიოტობაში რომ  არ ჩამეთვალოს სხვა თემას ვიტყვი. ერთი ჩემი მიზანი რაც იყო, ეკლესია ამეშენებინა და მივიყვანე ბოლომდე. ასევე მინდა , რომ წმინდა მიწაზე წავიდე.
-რომელი ეკლესია ააშენე და სად?
-ავაშენე, სოფელ ბრეძაში, ეს არის ქარელის რაიონში კონფლიქტის ზონააა.
-შენ ვისთან ერთად ააშენე?
-ეს კითხვა დავუსვი მამაოს და მითხრა: უფალმა დაიწყო და ხალხმა გავაგრძელეთო
ხოდა მეც ვამბობ ულფალთან ერთად.
– უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო, ასეთი გულწრფელი საუბრისთვის. გისურვებ წარმატებებს ვიტო ყველაფერში.
-მადლობა პირიქით, რომ დაინტერესდით ჩემით.
წარმავალია ყველაფერიო, მაგრამ მაინც
მარადისობის ერთგული ვრჩები,
ვცდილობ მოვიპოვო ის განცდა, რომელიც
არასდროს მე არ მქონია
ბედნიერების უსაზღვრო ძიებაში დავკარგე ამდენი
წლები
და ვხვდები რომ ჯერ კიდევ არაფერი არ მიპოვია!!!
 
ავტორი: მარიამ ქობულია