ეგზიტპოლების მიხედვით,გერმანიის ფედერალურ არჩევნებში კვლავ ანგელა მერკელი ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიის ფედერალურ არჩევნებში კვლავ ანგელა მერკელის ,,ქრისტიან დემოკრატიულმა ალიანსმა’’ გაიმარჯვა. მათ ხმების 32.5% მიიღეს. მერკელის კოალიციურმა პარტნიორმა სოციალ – დემოკრატიულმა პარტიამ, რომლებიც პარლამეტში ოპოზიციაში გადასვლას გეგმავენ, მხოლოდ 20%.  მესამე ადგილზე ყველასთვის მოულოდნელად მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია ,,ალტერნატივა გერმანიისათვის’’ გავიდა 13.5%-ით. აღსანიშნავია, რომ ჰიტლერის ნაციონალ – სოციალისტური პარტიის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როცა ნაციონალისტური ძალები პარლამენტში მოხვდნენ.
ორივე, მერკელიც და სოციალ-დემოკრატი მარტინ შულციც უკმაყოფილებას გამოხატავენ არსებული შედეგებით. შულცის პოზიცია გასაგებია, რადგან სოციალ-დემოკრატებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდიდან მოყოლებული მსგავსი დაბალი მაჩვენებლები არჩევნებზე არასდროს ქონიათ. ანგელა მერკელის განცხადებით, იგი გაცილებით უკეთეს შედეგებს ელოდა და პირობას დებს, რომ თავისი პოლიტიკის გატარებისას მემარჯვენე-ნაციონალისტი ამომრჩევლის ინტერესებსაც გაითვალისწინებს.
რაც შეეხება პარტიას ,,ალტერნატივა გერმანიისათვის’’, იგი 2013 წელს დაარსდა და მთავარი მიზანი ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა და კონსერვატიული ფასეულობების დაცვა იყო. 2015 წლიდან მოყოლებული გერმანიაში მუსლიმი მიგრანტების რიცხვის ზრდამ და ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსახლეობის გაღიზიანებამ  მნიშვნელოვნად განაპირობა მათი რეიტინგი ამაღლებაც. აღსანიშნავია, რომ მათი წინასაარჩევნო ლოზუნგიც ანტიისლამურ ხასიათს ატარებდა – ,,ბურკა? ჩვენ ბიკინი გვირჩევნია’’.