მზიურის კორტებზე QNET-ის თასის გათამაშება მიმდინარეობს

resizedimage (1)
კომპანია  QNET-ისა  და საქართველოს ვეტერან  და მოყვარულ  ჩოგბურთელთა  ასოციაციის ეგიდით  QNET – ის თასის გათამაშება მიმდინარეობს, რომელიც პირველად ტარდება მზიურის კორტებზე. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, აღნიშნული  ტურნირის ჩატარება  სამომავლოდ  ტრადიციული გახდება.
ჩემპიონ-პრიზიორები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან:  ორ  ერთეულსა ( 50 და 50 +) და წყვილთა თანრიგში. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.
მიმდინარე ჩემპიონატზე,განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული ჩოგბურთის ლეგენდები ვოვა გაბრიჩიძე  და დავით კაჭარავა  იქცევენ, რომლებსაც დიდი ალბათობით ერთმანეთის პირისპირ მოუწევთ შერკინება.
შეგახსენებთ, ამინდის გაუარესების გამო, ფინალი  7 ოქტომბერს გადაიდო. დაჯილდოვების ცერემონიალი  შაბათს გაიმართება, ხოლო გამარჯვებულ ჩოგბურთელებს კომპანია QNET -ისგან სოლიდური პრიზები გადაეცემათ.
resizedimage (2)
resizedimage (3)
resizedimage (4)
resizedimage (5)