გერმანიამ ევროპის რეკორდი დაამყარა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს უმასპინძლა და ანგარიშით 5-1 დაამარცხა. შესარჩევ ეტაპზე ბუნდესნაკრებს ჯამში 43 გოლი დაუგროვდა, რაც ევროპაში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
წინა რეკორდის ავტორი ესპანეთი იყო, ,,ფურია როხამ” ევრო2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 42 გოლის გატანა მოახერხა.
გერმანიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 10-დან 10 გამარჯვებით დაასრულა და  ესპანეთის შედეგი გაიმეორა. (ესპანეთმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ათივე თამაში მოიგო და სამხრეთ აფრიკაში თასსაც დაეუფლა.)