1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4786 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4786 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4790 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9109 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9032 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.