ესპანეთის მეფე, კატალონიაში,პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

კატალონიური ქალაქ ხირონას ქალაქის საბჭოს პლენარულ სხდომაზე ესპანეთის მეფე ფილიპე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მასთან ერთად აღნიშნული ბედი გაიზიარა ესპანეთის მთავრობის დელეგატმა კატალონიაში ენრიკე მილომ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლება მზადყოფნა გამოთქვეს კატალონიაში წესრიგის აღსადგენად ძალის გამოყენების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კატალონიიის მთავრობის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა 10 ოქტომბერს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის შესახებ დოკუმენტს, თუმცა მალევე შეაჩერა მისი იმპლემენტაცია. შედეგად შექმნილია ბუნდოვანი სიტუაცია. გამომდინარე აქედან ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე მოუწოდა კატალონიის ლიდერს მკაფიოდ განემარტა გამოაცხადა თუ არა მან ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა. პასუხად კარლეს პუჩდემონმა შესთავაზა რახოის 2 თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გაემართათ ამ საკითხზე, მაგრამ არ დააკონკრეტა კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება რეალურად მოხდა თუ არა.