სად გააგრძელებენ მუშაობას ყოფილი მინისტრები

სამთავრობო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ორი ყოფილი მინისტრის ახალი სამსახური. შს ყოფილმა მინისტრმა მუშაობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გააგრძელა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა ილია ელოშვილმა კი თბილისის მერიაში, კალაძის მთავრობაში ვიცე მერად. უცნობია დარჩება თუ არა საჯარო სამსახურში განათლების ყოფილი მინისტრი და ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა. ასევე უცნობია გააგრძელებს თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. ერთ- ერთი ვერსიით, მან შესაძლოა მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელოს, ან რომელიმე ქვეყანაში ელჩად დაინიშნოს. სავარაუდოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიღმა დარჩება სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნესში დაბრუნდება.