უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს რამდენიმე მოქალაქის თემაზე 3 დღიანი დუმილის შემდეგ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ წერილობითი განცხადება გაავრცელა. დიპლომატიური წარმომადგენლობის წერილში ნათქვამია, რომ 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფომაციის მიღებისთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს და გრძელდება კომუნიკაცია ასევე სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან.
საელჩო განმარტავს, რომ უკრაინული მხარე დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, მიზეზად კი ქართველების უკრაინის ეროვნული უსაფრთოხების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ასახელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები იძულების წესით საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ დააბრუნეს.