16 წლის ქართველი ფეხბურთელით "ატლეტიკო" ინტერესდება

ლადო ჩიხრაძე “საბურთალოსა” და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია. ქართველი მხოლოდ ახლა გახდა 16 წლის თუმცა, ესპანურმა გრანდმა, მადრიდის “ატლეტიკომ” მისდამი ინტერესი უკვე გამოთქვა. პარალელურად, ჩიხრაძით ინტერესდება იტალიური “სპალიც.” ზემოხსენებულმა კლუბებმა ქართველი ფეხბურთელი  სინჯებზე მიიწვიეს.
როგორც ცნობილია, ჩიხრაძე კლუბების სინჯებისთვის ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება.