ქართული ენა მსოფლიოს უძველესი ენების ათეულში მოხვდა

ტურისტულმა ვებგვერდმა CultureTrip-მა მსოფლიოს უძველეს ენებს სტატია მიუძღვნა. ათ უძველეს ენას შორის მოხვდა ქართულიც.
“კავკასიის რეგიონი ლინგვისტების ნამდვილი კერაა, რომლებიც ძველ, რთულ მსოფლიო ენებს ეძებს. სამხრეთკავკასიური სამი ძირითადი ენა – ქართული, სომხური და აზერბაიჯანული, სამი აბსოლუტურად განსხვავებული ენობრივი ჯგუფისგან მოდიან, – ქართველური, ინდოევროპული და თურქული. ამათგან ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთი კავკასიური ენაა, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია აქვს.
მისი უნიკალური ანბანიც ასევე ძველია – მიიჩნევა, რომ ის არამეული ენიდანააადაპტირებული ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართლური ენების ჯგუფში კიდევ ოთხი ჯგუფის ენა შედის, რომელიც ასევე არ ჰგავს მსოფლიოს არცერთ სხვა ენას”, – წერია სტატიაში.
უძველესი ენების ტოპათეულში ასევე შევიდა ებრაული, ბასკური, ტამილური, ლიეტუვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ფინური, ირლანდიური (გოიდელური).