ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს

ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.
სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება.

20180112174430

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება.

ShowPerson

ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება.
resize_mPujM3w42hRZpNkT6BW15y8gFqESseJa_980x590
შიდა ქართლში – ალეკო ხოჯევანიშვილი.
xojevanishvili-770x513
იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს.
1457610566215195
სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირანაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების მართვა სოზარ სუბარს ჩააბარა.