ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთი ჩასუნთქვით 6 ცალი სტანდარტული რუბიკის კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის შედეგი გააუმჯობესა. ბრუკსი გინესის წიგნში 2014 წლის პირველ აგვისტოს შევიდა, როდესაც წყალქვეშ 5 რუბიკის კუბის აწყობა მოახერხა.