იტალიაში უეცრად მოვარდნილ წყალდიდობას 11 მოლაშქრის სიცოცხლე შეეწირა

სამხრეთ იტალიაში, კალაბრიის რეგიონის პოლინოს ეროვნულ პარკში მდებარე რაგანელოს ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად უეცრად მოვარდნილმა წყალმა 11 მოლაშქრის სიცოცხლე იმსხვერპლა. 18 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა ხოლო რამდენიმე მათგანის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
_103104070_048762534
რაგანელოს ხეობა ვიწრო და მაღალია, შესაბამისად უეცარ წყალდიდობის თავის დაღწევა მოლაშქრეებმა ვერ შესძლეს. თვითმხილველების განცხადებით ხეობა წყლით უეცრად აივსო და მასში მოყოლილი ადამიანები დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე ატარა.