ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი დასახელდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გამოავლინა. ამის შესახებ BBC წერს.
ამ რეიტინგში ლიდერობს ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომლის შემოსავალმა 18.1 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების ათეულში ასევე მოხვდნენ:
აროლინ ვოზნიაცკი – 13 მლნ
სლოან სტივენსი – 11.2 მლნ.
გარბინე მუგურუსა – 11 მლნ.
მარია შარაპოვა – 10.5 მლნ.
ვინუს უილიამსი – 10.2 მლნ.
პ. ვ. სინდჰუ – 8.5 მლნ.
სიმონა ჰალეპი – 7.7 მლნ.
დანიკა პატრიკი – 7.5 მლნ.
ანჟელიკ კერბერი – 7 მლნ.
ეს შემოსავალი სპორტსმენებმა 2017-2018 წლებში მიიღეს.