თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? – გოგიჩაიშვილი გომელაურს

თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ჩანაწერები, ტელევიზიის საშუალებით და მერე პრემიერ-მინისტრმა დაიწყო და გააგრძელეს უმრავლესობის წევრებმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად, რომ ქვეყანა გადაარჩინეთ ძალიან დიდ ტერორისტულ საფრთხეს. თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? არის კონკრეტული შედეგი იმ ჩანაწერების, რა მოხდა და როგორ მოხდა? მიმდინარეობს გამოძიება? ვიცით, რომ რეალურად საფრთხე აღკვეთილია და ტერორისტები განეიტრალებულები არიან?“ – ჰკითხა გოგიჩაიშვილმა გომელაურს.