ვატო წერეთილი: ,,ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ”

ტვ პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, სოციალურ ქსელში, ანრი ოხანაშვილის გმიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

,,დღეს უმრავლესობის დეპუტატს,ოხანაშვილს ,დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:

• კრიტიკულ შეკითხვას უსვამ – ტენდენციური ხარ

• მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ

• დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან

• რამეს გამოიკვლევ – ტენდენციური ხარ

• თუ ამ ყველაფერს აკეთებ – უზნეო ყოფილხარ

• ყველა ტენდენციურია – ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ – კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.

• ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.

ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს ?!”