მატეო სალვინი სასამართლოს წინაშე წარდგება

იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი მიგრანტების უკანონო დაკავების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.

იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც პროკურორებს უფლებას მისცეს, იტალიის მემარჯვენე ლიდერი, მატეო სალვინი, სასამართლოს წინაშე წარდგეს მიგრანტების უკანონო დაკავების გამო.

ბატონი სალვინი, რომელიც ადრე იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრად მსახურობდა, ბრალდებულია 2019 წლის აგვისტოში სიცილიაში დღის განმავლობაში გემების უკანონოდ გაჩერებასთან დაკავშირებით.
დაახლოებით 116 მიგრანტი გრეგორეთის ბორტზე ერთი კვირის განმავლობაში დარჩა.

სალვინმა, სენატორებს განუცხადა, რომ სურს სასამართლოში წარდგენა და რომ მისმა მიგრაციულმა პოლიტიკამ გადაარჩინა ათობით ათასი ადამიანი.

”მე აბსოლუტურად მშვიდი ვარ და ვამაყობ იმით, რაც მე გავაკეთე. მე კიდევ გავაკეთებ ამას, როგორც კი მთავრობას დავბრუნდები”, – განაცხადა სალვინმა სენატორების წინაშე.