კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის ჩართვა მიუნხენის აეროპორტიდან

გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე რეზოლუციის ჩაგდების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წვერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც კალაძემ მიუნხენის აეროპორტიდან „ფეისბუქ ლაივში“ ჩართვისას განაცხადა, ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.