ვალერი გელაშვილი დეპუტატი გახდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირაში შეუწყდა.

1999-2003 წლებში იყო ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

2012 წლიდან არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012 წლიდან 2016 წლამდე იყო კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში.