გიორგი გახარია: ჩვენი მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც იყო ქვეყნის გაერთიანება

ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის 2 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი წილკანში იმყოფებოდა, სადაც ტატუნაშვილების ოჯახი ცხოვრობს. გიორგი გახარიას თქმით, ტატუნაშვილის გმირობის მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო და ეს შრომით და მშვიდობიანად უნდა მოხდეს:

“ჩვენი მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც იყო ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომით და უბედურებით,”- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა სხვა თემებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს არ უპასუხა:

“მოდით შევთანხმდეთ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს, სხვა კითხვები მოდით სხვა დროს დავსვათ,” – აღნიშნა გახარიამ.