ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ანალიზებს ლუგარის ლაბორატორია იკვლევს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდება. ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება. მათი ანალიზები კოვიდ-19-ზე შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

“რამდენიმე დღეა, რაც ირანში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანებიდან ორი მათგანი გარდაიცვალა, ეს ყველა შემთხვევა ერთი ქალაქიდან – ყიმუდან არის, ამიტომ ქვეყანა ძალიან ფრთხილობს. ვინაიდან აეროპორტში ჩამოსული სამი პირიდან, ორ მათგანს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არც სხვა კლინიკური კვლევებით დაფიქსირებულა რაიმე განსაკუთრებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმის არის,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ირანი ეპიდაფეთქების ზღვარზეა, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.