ფრანგული მედიის ინფორმაციით,ნიგერის და საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა,120 ტერორისტი გაანადგურეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნიგერის და საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც ნიგერის სამხრეთ – დასავლეთით მიმდინარეობდა, 120 ტერორისტი გაანადგურეს.

ნიგერისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც 1 თებერვალს დაიწყო, დაიღუპა 120 ტერორისტი, იუწყება France Presse– ი. ნიგერის თავდაცვის მინისტრის
ცნობით, 20 თებერვლის ჩათვლით, ნიგერისა და საფრანგეთის ჯარებმა მოახერხეს “120 ტერორისტის განეიტრალება” თილაბერის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს.  სამხედროებს შორის ზარალი არ დაფიქსირებულა.