სალომე სამადაშვილი-ოპოზიციას სჯერა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე, მათი მოთხოვნების შესრულებამდე კვლავ უარს აცხადებს.  მოთხოვნები კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

“ოპოზიციას სჯერა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება, რომ ერთიანი პოზიციით, ერთიანი ბრძოლით დავამარცხოთ ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით არანაირ ცვლილებებს, რომელიც არ უზრუნველყოფს ერთ რამეს – ქართველი ხალხის არჩევანი აისახოს არჩევნების შედეგში. სწორედ ეს იყო პროპორციული სისტემის მოთხოვნის მიზანი და მიზეზი,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.