“ანას ბაღთან” არსებულ ვითარებას  დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა

“ანას ბაღთან” არსებულ ვითარებას  დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, მერია “ანას ბაღის” სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ, არ გამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება “ანას ბაღის” სრული რეაბილიტაცია. ძალიან მალე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა “ანას ბაღს,”  დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს,” – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.