ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.