თეა წულუკიანი: პრემიერი გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო სიის მიხედვით, სად იქნება, ჯერ არ იცის.

„დღეს მედიასივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე, ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად ვიქნები, არ ვიცი, ეს არის სიმართლე“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„მე მგონია, ბატონი გიორგი, ალბათ, გაზაფხულს დაველოდოთო, რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“,- განაცხადა წულუკიანმა.

გუშინ, 23 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, უპასუხა, „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.