ოთო გურგენიძე: ,,ანას ბაღის” დასაცავად მერიასთან აქცია გაიმართება

თბილისიის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები  “ანას ბაღთან” ისევ გამოჩნდნენ, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ვანდალური ხერხებით დაანგრიეს სკვერი.

“ჩვენ გვინდოდა რომ სკვერი გაგვეშენებინა, რომლითაც ისარგებლებდა ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა დღეს დილით შევესწარით ვანდალურ ფაქტს, რომ კომპანიის თანამშრომლები ვანდალური ხერხებით ანგრევდნენ ჩვენს აშენებულ სკვერს,” – აღნიშნა ადგილობრივმა.

ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა შეცვალეს წევრები, როგორც ოთო გურგენიძემ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, მოსახლეობა აქციას მერიასთან 13:00 სთ-ზე გამართავს, რომელსაც მხარს დაუჭერენ.

მოსახლეობა მაღალსართულიანი კოსპუსის მშენებლობას, უკვე რამდენიმე თვეა აპროტესეტებს.