საქართველოდან ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა

საქსტატი გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით,2019 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების1 890.5 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 263.2 ათასი და 111.7 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.