კორონა ვირუსით საფრანგეთში მამაკაცი გარდაიცვალა

ევრონიუსის ცნობით,კორონა ვირუსის შედეგად, საფრანგეთში მამაკაცი გარდაიცვალა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ცნობით, 60 წლის პაციენტს ტესტირება ჩაუტარდა, პარიზის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას.

იმავდროულად, ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია გერმანიაში, რადგან ვირუსი აგრძელებს გავრცელებას მთელს ევროპაში.

ბოლო შემთხვევა გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც პირველი შემთხვევები დადასტურდა სხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის შვეიცარიაში, ავსტრიაში, ხორვატიასა და  ესპანეთში.

იტალია ცდილობს გაუმკლავდეს ინფიცირების ყველაზე მაღალ ინფიცირების შემთხვევას, სადაც 322 ადამიანი დაინფიცირებულია და 11 დაღუპული.