March 2020

სილამაზე, თანამედროვე სამყაროში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღეს საერთოდ არანაირ პრობლემას წარმოადგენს შეცვალოთ თქვენს გარეგნობაში, ის, რაც არ მოგწონთ. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქალი, სწორად შერჩეული მაკიაჟი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, ჩვენ ვხარჯავთ საკმაოდ ბევრ თანხას და დროს განსაკუთრებულ დღეებში

გიგი უგულავა, დაპატიმრების შემდეგ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ,,მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში. დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში შეხვედრას მართავენ. თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. პრეზიდენტების შეხვედრას წინ რუსეთის მიერ სირიაში  დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა უძღოდა. მოსკოვმა თავდასხმა განახორციელა იდლიბის დეესკალაციის ზონაზეც, რასაც მსხვერპლი მოყვა.

აქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტისთვის დადგენილი კურსით, 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7735 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7860 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0125 ლარი შეადგინა. 1 ევროს ღირებულება, ოფიციალური

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 6 შემთხვევა დასტურდება, – იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოავლინეს. ვირუსი ირანიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა. 5 მარტამდე ჯამში 3 შემთხვევა დასტურდებოდა, დღეს კი ოპერატიულმა შტაბმა გამოაცხადა, რომ კიდევ

ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს, ბრალდების მხარის 3 მოწმე უნდა დაიკითხოს. ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აქამდე გამოკითხული ყველა მოწმე ნიკა გვარამიას უდანაშაულობას ადასტურებს და მისი თქმით,  სჯერა, რომ დღევანდელ პროცესზეც ასე იქნება. "ყველა დაკითხულმა მოწმემ,

თბილისის "დინამომ" წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თბილისის ქართველმა წყალბურთელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად შეძლეს სასურველი შედეგის დაფიქსირება. დინამომ სპორტკომპლექს "ოლიმპიკზე" მარსელს უმასპინძლა და მეტოქე 15:12 დაამარცხა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დინამო-მარსელის შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ გააცილა.