თბილისის “დინამომ” წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

თბილისის “დინამომ” წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თბილისის ქართველმა წყალბურთელებმა მიმდინარე ტურნირზე პირველად შეძლეს სასურველი შედეგის დაფიქსირება.

დინამომ სპორტკომპლექს “ოლიმპიკზე” მარსელს უმასპინძლა და მეტოქე 15:12 დაამარცხა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დინამო-მარსელის შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა.