სომხეთის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ გააცილა.