წარმატებული ქართველი ვიზაჟისტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ბრენდთან ითანამშრომლებს

სილამაზე, თანამედროვე სამყაროში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღეს საერთოდ არანაირ პრობლემას წარმოადგენს შეცვალოთ თქვენს გარეგნობაში, ის, რაც არ მოგწონთ. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქალი, სწორად შერჩეული მაკიაჟი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, ჩვენ ვხარჯავთ საკმაოდ ბევრ თანხას და დროს განსაკუთრებულ დღეებში კარგად რომ გამოვიყურებოდეთ, თუმცა პროფესიონალი ვიზაჟისტი შესაძლოა ძალიან იშვიათად შეგვხდეს. ჩვენ წარმოგიდგენთ უნიჭიერს გოგონას საქართველოდან, რომელიც არა ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისი ყოველი ნამუშევარი, ხელოვნების უმაღლესი გამოვლინებაა, რადგან თითოეულ სახეს ის ხატავს, ძერწავს და ქმნის მშვენიერებას. DMStyle- კი გახლავთ სილამაზის ცენტრი, სადაც არამარტო პროფესიონალ ვიზაჟისტებს აღმოაჩნეთ, არამედ თქვენი სილამაზისთვის საჭირო ყველა პროცედურას ჩაიტარებთ განსაკუთრებულ გარემოში, რომელიც დიღომი ..გუდვილში: მდებარეობს. 
შორენა ბოჟაძე (შოკა) მალე მსოფლიოში წარმატებული ბრენდის პარტნიორი ხდება, რომელიც ცნობილი მოდელების გარეგნობაზე იზრუნებს. სანამ მას მსოფლიო მოდის ასპარეზზე ვიხილავთ, მანამდე შემოგთავაზებთ მის რამდენიმე კარგ რჩევას:
– როდის აღმოაჩინე, რომ გაგაჩნდა ნიჭი გამოგეძერწა სილამაზე და რას ნიშნავს შენთვის შენი საქმე?
– ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე ასეთ ფორმატში საუბარი, ის თვისებები ( რაც საჭიროა წინსვლისთვის და პროფესიული განვითარებისთვის ) რომლებიც მე გამოვავლინე და აღმოვაჩინე ჩემს თავში, შინაგანად ყველა ადამიანს გააჩნია, უბრალოდ უნდა იცოდე ამ თვისებების სწორად რეალიზება. ჯერ კიდევ ,,თინეიჯერობის” ასაკში, როდესაც დავიწყე მაკიაჟის კეთება საკუთარ თავზე მივხვდი, რომ ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და მქონდა სურვილი შემესწავლა პროფესიონალურ დონეზე. ამაში კი დამეხმარა უსაყვარლესი ქრისტინა რეჯინი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ჩემთვის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პრინციპებია:
1.გიყვარდეს ის საქმე რასაც აკეთებ
2. სიღრმისეულად იცოდე ის თეორიულად
3.პრაქტიკა (გამოცდილება )
4.იყო შრომისმოყვარე
5.მიზანდასახული
6.იყო მუდამ სიახლეების ძიებაში.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკიაჟის გაკეთებისთვის?
– უპირატესობას ვანიჭებ ხარისხიან პროდუქციას და მაქვს ინდივიდუალური მიდგომა, მაკიაჟის სახეობის შერჩევისას, მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ჩემს გოგონებზეც.
– ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გიწევთ თუ არა გარკვეული სტერეოტიპების დარღვევა და რამდენად არის მოთხოვნა, განსხვავებულ მაკიაჟზე?
– ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია ინდივიდუალური მიდგომები, სტერეოტიპების დარღვევის ხარჯზე უკვე მაქვს საკუთარი ხელწერა და ვფიქრობ მიჭირავს ჩემი ნიშა.
მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების და თითქოს ჩემი
თვითდაჯერებულობა ჩემს გოგონებსაც მატებს გამბედაობას.
ისინი ირჩევენ შოკას, ესე იგი ისინი( ხშირ შემთხვევაში) 

მენდობიან და მზად არიან იყვნენ განსხვავებულები და
ლამაზები ყურადღების ცენტრში.
– რამდენიმე სილამაზის ,, ხრიკი” რომ გაგვიზიარო? სახლის პირობებშიც ლამაზად რომ გამოვიყურებოდეთ.
– რაც შეეხება საიდუმლო ხრიკებს , ეს სახლის პირობებში მუდამ დაკავებული ქალბატონებისთვისაა ))) ბევრი რამის რჩევაა შესაძლებელი, მაგრამ ამჯერად ერთ-ერთს გამოვყოფ: ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, ვურჩევ მათ სახის რომელი ნაკვთიც აქვთ გამორჩეულად ლამაზი მასზე გააკეთონ აქცენტი და მაქსიმალურად გაუსვან ხაზი.
-თვალის ფერების მიხედვით, მაგალითად ცისფერს, თაფლისფერს და შავს, რომელი ფერები უხდება განსაკუთრებით?
– ქერა და წაბლისფერთმიან ქალებს უფრო მეტად უხდებათ კრემისფერ-ოქროსფერი და ღია ყავისფერი “ჩრდილების” გამა. ხოლო შავგვრემანებსა და წითურებს თამამად შეუძლიათ იხმარონ ცისფერი, ვარდისფერი, იისფერი და ლურჯი “ჩრდილები. ვისაც ყავისფერი,შავი თვალები აქვს, ძალიან გაუმართლა. ამ ფერის თვალებისთვის ფაქტობრივად არ არსებობს ტაბუ. მაკიაჟის შერჩევა ძალიან ადვილია. შესაძლებელია რამდენიმე ფერის ერთად გამოყენება, ან ძალიან მუქი ჩრდილების წასმა, რომელიც არ გამოჩნდება ვულგარულად. მაკიაჟი მწვანე და ღია თვალებისთვის, შედარებით მუქი თვალის ჩრდილები უნდა შეარჩიოთ. მაგალითად: ატმისფერი, ყავისფერი, იასამნისფერი, ვარდისფერი, ლილისფერი, ხაკისფერი, ბრონზა.

 

 

– ქირურგიული ჩარევის გარეშე თუ არის შესაძლებელი სახის ფორმების, ცხვირისა და ტუჩის კორექტირების მოხდენა?
რა თქმა უნდა))) ამისთვის არსებობს სახის კონტურინგი, მაგალითად: მუქი კორექტორით ვიზუალურად შეგვიძლია დავაპატარაოთ, დავამოკლოთ, ჩავაგდოთ ხოლო ღია ფერის კორექტორით: ვიზუალურად წინ წამოვწიოთ, ამოვანათოთ, გავზარდოთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთმანეთის ხარჯზე მხოლოდ.
– ვინც ხშირად იკეთებს მაკიაჟს რას ურჩევთ?
– პირველ რიგში ვურჩევ, რომ არასოდეს დაიტოვონ ღამით მაკიაჟი და აუცილებლად ჩაიტარონ ძილის წინ (რუტინა) და პერიოდულად მიმართონ კოსმეტელოგს…