საქართველოს მესამე პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა და შეთავაზება მთავრობას

მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,

მე დღეს ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არის კერძო ინიციატივა..

თუნდაც კერძო პირი ვიყო.. დავივიწყოთ, რომ ოდესმე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რაღაცა გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.. კერძო პირების ინიციატივაც უნდა გაიზიაროთ თქვენ ახლა, იმიტომ, რომ თქვენ ეს არ გიჯდებათ არცერთი თეთრი.. გიჯდებათ მხოლოდ ის, რომ უნდა მოგვცეთ ნებართვა – ეს ხალხი შემოუშვათ საქართველოში.. ჯერ 1000 (ათასი) ადამიანი, შემდეგ დამატებით 4000 (ოთხი ათასი) ადამიანი ავიახაზებით და ასევე, ავტობუსებით..

ეს არის ჩემი შემოთავაზება

მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ გავდოთ გვერდზე ყველანაირი განსხვავებები და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს.

პოლიტიკა გადავდოთ შემდგომისთვის, ხალხო!

აგერ არის კონკრეტული შემოთავაზება – უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და იმედი მაქვს, რომ ახლა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ან მინიმუმ არ შევუშლით ერთმანეთს ხელს.

არ არის ახლა დრო ნაციონალებად და ქოცებად ქვეყნის გაყოფის.. ეს არის დიდი საერთო უბედურება და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი.

ჩვენ ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, ყველამ უსაფრთხოების ყველა ზომა დავიცვათ, მაგრამ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს.

ამას ვაკეთებ მთელი გულით და იმედია, თქვენც მთელი გულით მიუდგებით ამ საქმეს.

ყველანი ქართველები ვართ და მოვიქცეთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

და მაშინ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი გამოგვივა.”