საქართველო Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა, სწორედ უხილავი მტერი აღმოჩნდა, რომელიც Covid-19-ით არის ცნობილი და მთელი მსოფლიო მთავარ მტერთან ბრძოლაში მარტო აღმოჩნდა. ყველა ქვეყანა იბრძვის თავისი მოქალაქეების გადასარჩენად და თითქოს არავის არ სცალია სხვისთვის. მთავარ ფრონტზე კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად უმკლავდებიან თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდ გამოცდას. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის და მის წარმატებაზე, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არა ერთი საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა. ყოველდღიურად გვესმის ციფრები, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და თითქოს არ ჩერდება, თუმცა არსებობს უკვე გარკვეული სტატისტიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით და გვინდა მცირე კვლევა წარმოგიდგინოთ. მოგეხსენებათ, საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა ზუსტად 5 კვირა სრულდება 2 აპრილს და იწყება უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, ვირუსის გავრცელების მხრივ. საინტერესოა, სხვა ქვეყნებში, 5 კვირის წინ გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით საქართველო რა პოზიციაზეა, როგორც დაინფიცირების ასევე გამოჯანმრთელებულების მხრივ. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა რომ, მხოლოდ მონაკოში აღმოჩნდა COVID-19 ით დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (52 ადამიანი) , ხოლო გამოჯანმრთელებულების მხრივ საქართველო ბელარუსიის შემდეგ იკავებს მოწინავე პოზიციას, ბელარუსიაში დაინფიცირებულების 32% უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო საქართველოში 20%.

საქართველოში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის შეადგენს 115 ადამიანს. გამოჯანმრთელებული 20%: სიკვდილიანობა 0%.

შვეიცარიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 24 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 16,605 და გარდაცვლილია 433 ადამიანი.  გამოჯანმრთელებული 18%: სიკვდილიანობა 3%.

ნიდერლანდებში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 12,595 და გარდაცვლილია 1039 ადამიანი. გამოჯანმრთელებული 2%: სიკვდილიანობა 8%.

ბრაზილიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 24 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 5,812 და გარდაცვლილია 202 ადამიანი. გამოჯანმრთელებული 2%: სიკვდილიანობა 3%.

ავსტრალიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 24 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 4,862 და გარდაცვლილია 21 ადამიანი. გამოჯანმრთელებული 7%: სიკვდილიანობა 0,4%

ნორვეგიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 4,695 და გარდაცვლილია 40 ადამიანი. გამოჯანმრთელებული 0.2%: სიკვდილიანობა 0.8%

დანიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 2,860 და გარდაცვლილია 90 ადამიანი. 0.0003% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 3%

რუმინეთში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 2,460 და გარდაცვლილია 85 ადამიანი. 10% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 3.%

პაკისტანში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 2,042 და გარდაცვლილია 26 ადამიანი. 4% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 1%

საბერძნეთში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 1,314 და გარდაცვლილია 49 ადამიანი. 4% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 4%

მექსიკაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 1,215 და გარდაცვლილია 29 ადამიანი. 3%გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 2%

ხორვატიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 24 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 867 და გარდაცვლილია 6 ადამიანი. 8% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 0.6%

ესტონეთში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 779 და გარდაცვლილია 4 ადამიანი. 3% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 0.5%

ალჟირში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 24 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 716 და გარდაცვლილია 44 ადამიანი. 6% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 6%

ახალი ზელანდია COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 708 და გარდაცვლილია 1 ადამიანი. 12% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 0.1%

ლიეტუვაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 581 და გარდაცვლილია 8 ადამიანი. 1% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 1%

ჩრ. მაკედონიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 329 და გარდაცვლილია 9 ადამიანი. 4% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 3%

აზერბაიჯანში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 298 და გარდაცვლილია 5 ადამიანი. 9% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 2%

სან-მარინოში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 236 და გარდაცვლილია 26 ადამიანი. 5% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 11%

ბელარუსიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 163 და გარდაცვლილია 2 ადამიანი. 33% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 1%

ნიგერიაში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 139 და გარდაცვლილია 2 ადამიანი. 6% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 1 %

მონაკოში COVID-19 გამოვლენის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის დაინფიცირებულია 52 და გარდაცვლილია 1 ადამიანი. 4% გამოჯანმრთელებული: სიკვდილიანობა 2%

დასკვნა: მსოფლიოში, სადაც COVID- 19-ის პირველი გამოვლენილი შემთხვევიდან გასულია 5 კვირა (+-1 დღე) საქართველო იკავებს მეორე ადგილს დაინფიცირების მცირე რაოდენობით მონაკოს შემდეგ, ხოლო გამოჯანმრთელებულების მხრივ ასევე მეორე პოზიციაზეა ბელარუსიის შემდეგ.

ჩვენ ასევე გადავხედეთ იმ ქვეყნების სტატისტიკასაც, სადაც უკვე ეპიდემიის პიკია და პროცენტული მაჩვენებლით საქართველო (5 კვირის მონაცემებით) გამოჯანმრთელებული პაციენტების მხრივ უსწრებს აშშ, ინგლისსა და საფრანგეთს.

მსოფლიოში, სადაც COVID-19-ის მაშტაბურად არის გავრცელებული გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებლი.

ჩინეთი 93%
ირანი: 32% (6 კვირა)
ესპანეთი 22% (9 კვირა)
გერმანია: 22.2% (10 კვირა)
საქართველო 20% (5 კვირა)
საფრანგეთი: 18% (10 კვირა)
აშშ: 4% (10 კვირა)
ინგლისი: 0.5% (9კვირა)

მადლობა ჩვენს ღირსეულ ექიმებს <3

ავტორი: მარიამ ქობულია