პოლიტიკა

მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. ამის შესახებ დღეს, პირველ აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე,

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ გააცილა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა, ნონა კვასტიანმა შეცდომით ჟურნალისტების ჯგუფში დაწერა მოწოდება, რომ მათი მთავრობის მეთაური იმედის გადაცემაში მონაწილეობდა და სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა და აქტიურობა ჭირდებოდა. სავარაუდოდ ეს მოწოდება მხარდამჭერების ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი, ჟურნალისტების ჯგუფში კი შეცდომით მოხვდა და მალევე წაიშალა, თუმცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალი მაისში, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის

„ნახეთ, შეამოწმეთ, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ამაზე მეტჯერ თუ ყოფილა მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო 6 თვეში ან 2019 წლის განმავლობაში“, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა კითხვას,რომელიც მას პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე არ მისვლი გამო დაუსვეს. „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ნახევარი დრო

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრისთვის ივანე მაჭავარიანისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა  მინისტრი არ მივიდა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტზე ივანე მაჭავარიანი სწორედ ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარა. ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტს პატივს არ სცემს. "ამ ქვეყანაში როგორც ჩანს დაბრუნდა პერიოდი, რომელიც

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო სიის მიხედვით, სად იქნება, ჯერ არ იცის. „დღეს მედიასივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არვიცი, გაინტერესებთ თუ

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისის წინ უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ახალგაზრდები პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ იმ დეპუტატებმა, ვინც საკანონდებლო ორგანოში ჰიმნი გააჟ​ღერა, მანდატები დატოვონ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მისი პარტია ხელისუფლებას ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს. "სულ რამდენიმე დღე დარჩა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუ ხელისუფლებას უნდა დესტაბილიზაცია, მაშინ არაფერი არ უნდა შეცვალონ. დაველოდებით კიდევ ერთი კვირა და ამის შემდგომ დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები. მინდა ვუთხრა